png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ლიეტუვა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

  • პოლიტიკა
  • 28.04.2021
  • 15:01
ლიეტუვა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

„მინდა დავადასტურო, რომ ლიეტუვა გახლავთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი და ნამდვილი მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საჭიროების თვალსაზრისით.“ - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლიეტუვის პირველი დიპლომატის თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილული იქნა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

საუბრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში, ისე ლიეტუვაში. ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. ლიეტუვის მხარემ დაადასტურა ამ მიმართულებით დახმარების მზაობა.

ლიეტუვის მხარე ასევე მიესალმა ევროკავშირის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებას.

„ჩვენ არ გაგვაჩერებს შიდა პოლიტიკური პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რათა საქართველო უფრო დაცული გახდეს, რეგიონი იყოს უსაფრთხო. ჩვენ გავაგრძელებთ ტრანსატლანტიკური მიმართულების განხილვას, რომლის ნაწილადაც საქართველო აღიქვამს თავს. „- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და შეამკო გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგი შეხვდა საქარველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას., დღესვე გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან.

29 აპრილს, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge