png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 29.04.2021
  • 10:28
პრემიერ-მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, საჰაერო ძალების ფელდმარშალს, სტიუარტ ფიჩს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, 2021 წელს, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამ პროცესში ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრეს საქართველოს როლზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში და ავღანეთში მისიის ეტაპობრივად დასრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან კოორდინაციით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, ავღანეთი აღარასოდეს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ქართული სახელმწიფო ამაყობს საკუთარი წვლილით ამ მიზნის მიღწევაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge