png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მოვაწერთ თუ არა ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი - ნიკა მელია შარლ მიშელის დოკუმენტზე

  • პოლიტიკა
  • 11.05.2021
  • 13:13
მოვაწერთ თუ არა ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი - ნიკა მელია შარლ მიშელის დოკუმენტზე

მოვაწერთ თუ არა დოკუმენტს ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ყველას მხრიდან, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ნიკა მელიას განმარტებით, კონსულტაციები დღეს დაიწყება.

„იქნება პირველი მოთელვითი კონსულტაციები. არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ვართ შეზღუდულები „კომენდანტის საათიდან“ გამომდინარე, ერთი წუთის დაკარგვაც არ მინდა.

რაც შეეხება დოკუმენტს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. შეუძლებელია მე რაიმე სახით დაზუსტებული საბოლოო პასუხი გაგცეთ, მაშინ როდესაც კონსულტაციები დღეს იწყება და რამდენიმე დღე დაჭირდება. არავის არ უნდა გაუკვირდეს და ნურავის ნუ ექნება ისეთი მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვილი პარტია ვართ. შიგნით არის არერთი საჭირო კონსულტაცია. საბოლოო ჯამში კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც იქნება. მაღალი ალბათობით ჩატარდება კენჭისყრა და ეს გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც ვემხრობით.

რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, მოვაწერთ თუ არა ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ყველას მხრიდან, მათ შორის უკვე ჩვენი მეგობარი კოლეგების მხრიდანაც კი, რომელმაც უკვე მოაწერეს ხელს. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მიკვირს, როდესაც ვინმეს აქვს განცდა, რომ ხვალ ან ზეგ მოვაწერო დოკუმენტს ხელი", აცხადებს ნიკა მელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge