png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ახლა, როდესაც ნიკა მელია თავისუფალია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა დაიკავოს ადგილები პარლამენტში - დევიდ კრამერი

  • პოლიტიკა
  • 11.05.2021
  • 17:47
ახლა, როდესაც ნიკა მელია თავისუფალია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა დაიკავოს ადგილები პარლამენტში - დევიდ კრამერი

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე კომენტარს აკეთებს. "ამერიკის ხმასთან" საუბარში ის მელიას გათავისუფლებას დადებითად აფასებს და ურჩევს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, პარლამენტში შევიდეს.

"კარგია, რომ ნიკა მელია პატიმრობაში აღარ არის. სამწუხარო ისაა, რომ ევროკავშირის ნება გახდა საჭირო მისი გირაოს გადასახდელად. მიუხედავად ამისა, ახლა, როდესაც ის თავისუფალია, ენმ-მა უნდა დაიკავოს ადგილები პარლამენტში, ხოლო "ქართული ოცნება" მზად უნდა იყოს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს საქმე კონკრეტულ კომიტეტებში და უზრუნველყოს მათი საჭირო რეპრეზენტაცია", - ამბობს კრამერი.

პროფესორის თქმით, კრიზისი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს, საჭიროა, უთანხმოებების წარსულში დატოვება და მომავალზე ორიენტირება.

"დროა საქართველოში ეს კრიზისი, რომელიც თებერვალში, „ქართული ოცნების“ მესვეურებმა შექმნეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმითა და მელიას დაკავებით, წარსულში დარჩეს. ამ ქმედებამ პოლიტიკური ჩიხი, პოლიტიკურ კრიზისად აქცია. საქართველოს არ შეუძლია კიდევ ერთი დღე მაინც დაკარგოს კრიზისში, ის დემოკრატიულ გზაზე უნდა დაბრუნდეს", - ამბობს კრამერი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმრო10 მაისს დატოვა. მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ, პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მელიას გირაოს თანხა, 40,000 ლარი, ევროკავშირმა გადაიხადა. ევროკავშირივე იყო ჩართული მელიას გათავისუფლების საკითხისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge