png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასები იზრდება

  • საზოგადოება
  • 01.02.2016
  • 12:00
თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასები იზრდება

2016 წლის თებერვლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. ჟურნალისტებს აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ გააცნეს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დასაქმებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამეურნეო ნაწილისა და ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორების, აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეების, მუსიკისა და ცეკვის პედაგოგების, მზარეულების, მზარეულის დამხმარეების, დამლაგებლების, მრეცხავების, საქმეთა მწარმოებლების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედთა შრომის ანაზღაურება იზრდება.

საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურება შემდეგი პროცენტულობით გაიზრდება: საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი - 5%; სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი - 10%; ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი - 15%; აღმზრდელი - 10%, აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) - 10%; მუსიკისა და ცეკვის პედაგოგები 7-7%;  მზარეული - 20%; მზარეულის დამხმარე - 20%; დამლაგებელი - 20%; მრეცხავი - 20%, საქმისმწარმოებელი - 15 %; ფსიქოლოგი - 15%, ლოგოპედი - 10%.

გარდა ამისა, ბაღების დირექტორების ხელფასები გათანაბრდება, მთლიანობაში კი, შრომის ანაზღაურება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 6 585 ადამიანს გაეზრდება.

ბაღის თანამშრომელთა ხელფასის ზრდისთვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტიდან 3 642 470 ლარია გამოყოფილი.    

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge