png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დაინტერესებული ვართ, რომ მთელს რეგიონში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე

  • პოლიტიკა
  • 12.05.2021
  • 18:37
დაინტერესებული ვართ, რომ მთელს რეგიონში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე

ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორიას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირისპირ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ ახსენეთ კოვიდ-პანდემია, რომელიც რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას შეეხო, ყველა ხალხს და ურთიერთობას. ამის მიუხედავად რა თქმა უნდა მე დიდი პატივით ჩამოვედი და გესტუმრეთ ერევანში. თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენი ხალხს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული, არა მხოლოდ მეზობლური ურთიერთობები. ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყო რა თქმა უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში. თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალმხრივ კომპლექსური. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ დამატებით ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი კულტურული ურთიერთობები, ისეთი საკითხები, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა. ეს საკითხები კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთს, რა თქმა უნდა რეგიონულ პრიზმაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge