png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სალომე სამადაშვილი ფრაქცია "ლელო - პარტნიორიობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე იქნება

  • პოლიტიკა
  • 13.05.2021
  • 11:50
სალომე სამადაშვილი ფრაქცია "ლელო - პარტნიორიობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე იქნება

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, ფრაქციას დღეისათვის 7 წევრი ჰყავს, თუმცა რაოდენობა გაიზრდება.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა მანდეს ფრაქციის თავმჯდომარეობის ძალიან საპასუხისმგებლო პოსტი. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ასეთი პროფესიონალებით არის ეს ფრაქცია დაკომპლექტებული. ამ ფრაქციას დღეისათვის 7 წევრი ჰყავს, თუმცა ველოდები, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება. ვფიქრობ, რომ ეს ფრაქცია აუცილებლად იტყვის მნიშვნელოვან სიტყვას ამ პარლამენტის მუშაობის პეროდში და რაც მთავარია ჩვენ, როგორც ყოველთვის ვართ თანმიდევრულები. შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში პირველი პუნქტი შესრულდა სრულად, ორი ადამიანი გათავისუფლდა საპატიმროდან და ახლა ჩვენ შეგვიძლია სრულფასოვნად ჩავერთოთ პარლამენტის მუშაობაში და მივიღოთ მონაწილეობა მაქსიმალურად იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ხმა მივაწვდინოთ ამ მთავრობას, რომელსაც ეკისრება პასუხიმგებლობა ამ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა.

რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ ქვეყანამ შეძლოს და გაუმკლავდეს ეკონომიკურ გამოწვევებს, რეგიონალურ გამოწვევებს უსაფრთხოების კუთხით, ასევე სოციალურ უმწვავეს პრობლემებს და ჯანდაცვის მიმართულებით უმწვავეს პრობლემებს.

ყოველდღიურად თითოეული ჩვენთაგანის საზრუნავი სწორედ ის იქნება, რომ ეს პრობლემები, რომელიც დაგროვდა, დავიწყოთ მათი გადაჭრისთვის ზრუნვა. არ მივცემთ მოსვენებას მთავრობის არც ერთ წევრს, ვიდრე არ დავინახავთ მათგან ადეკვატურ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა იგრძნონ შვება. რა თქმა უნდა, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება ქვეყანაში რადიკალური რეფორმები იმ მაშტაბით და დოზით ჩვენ როგორც გვსურს, ვერ განხორციელდება, მაგრამ მიშელის დოკუმენტი გვაძლევს საშუალებას, რომ დღეს ჩვენ შევავიწროვოთ ყველგან ის გაბატონებული კლანი, მათ შორის სასამართლოში, რათა ჩვენ მოვამზადოთ ფუნდამეტი ძირეული რეფორმებისათვის, რომელიც დაიწყება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების და ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ლელოს" პარლამენტში ოთხი მანდატი აქვს და მათ ფრაქციას უერთდებიან სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge