png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიატებს ვადა 2016 წელს ეწურებათ

  • ეკონომიკა
  • 01.02.2016
  • 13:09
შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიატებს ვადა 2016 წელს ეწურებათ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მომდევნო სალიცენზიო პერიოდთან დაკავშირებით, მათ პირობებს გაეცნო.

ლიცენზიატებს ლიცენზიით სარგებლობის უფლება 2016 წელს ეწურებათ. სამუშაო შეხვედრაზე მათ სალიცენზიო პირობები წარმოადგინეს: 3 წლის ვადაში კომბინირებული და საკონსერვო ქარხნის აშენება, მოპოვებული რესურსის მინიმუმ 70 %-ის ქვეყნის შიგნით გადამუშავება, კვოტის 12%-ის ტრადიციულ მეთევზეებზე გადაცემა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და სხვა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მათ მიერ წარმოდგენილ პირობებს შესაბამის ექსპერტებთან ერთად განიხილავს, რის შემდეგაც ლიცენზიანტებს საბოლოო ვერსიას შესთავაზებს.

2006 წლის 9 ოქტომბრის №1082 ბრძანებით განისაზღვრა რესურსის აუქციონზე გამოსატანი კვოტა თევზის სახეობების მიხედვით, 2006-2007 წლის სეზონისათვის, ლიცენზიის (აუქციონის) ფასის გადახდის პირობები, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლების გადახდის პირობები, სააუქციონო მოთხოვნები, აუქციონის საწყისი (მინიმალური) ფასი - ერთი მილიონი ლარის ოდენობით, ზღვრულად დასაშვები თევსაჭერი სეინერების ოდენობა - 20 ერთეული, აგრეთვე ლიცენზიანტის პროცენტული წილის განსაზღვრის წესი მთლიან კვოტაში, სხვა პირობები.

2006 წელში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა 4 კომპანია (შპს “პალიასტომი 2004”, შპს “მადაი”, შპს “ალიანსი-2006”, შპს “გეოფიშ კომპანი”), რომლებზედაც გაცემულ იქნა ლიცენზია 10 წლის ვადით, შავ ზღვაში სანაპირო ზოლიდან არაუმცირეს 300 მეტრის დაშორებით თევზჭერისათვის.

ამჟამად, საქართველოს საზღვაო სივრცეში 2006-2015 წლებზე მოქმედებს თვზჭერის ლიცენზიები, რომელთა საფუძველზეც 6 ქართული ლიცენზიანტი კომპანია (შპს „მბმ“, შპს „ანჩოვი ექსპორტი“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „აისბერგ 2“, შპს „პალიასტომი 2004“ და შპს „ზღვის პროდუქტები“) ფლობს 7 სალიცენზიო პაკეტს და უფლებამოსილია შემოიყვანოს 20 თევზსაჭერი სეინერი.

თევზჭერას ასევე ახორციელებს 43 ქართული სეინერი, რომელთაც ლიცენზიის პირობით ლიცენზიანტები გამოუყოფენ 10%-ით სარგებლობის უფლებას საკუთარი კვოტის ფარგლებში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge