png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ყველას გეპატიჟებით ქვეყნის გადასარჩენად მუხლჩაუხრელ შრომაში - ლევან ვასაძე

  • პოლიტიკა
  • 16.05.2021
  • 15:35
ყველას გეპატიჟებით ქვეყნის გადასარჩენად მუხლჩაუხრელ შრომაში - ლევან ვასაძე

ლევან ვასაძემ 9 აპრილის ბაღში მოსახლეობას საზოგადოებრივი მოძრაობის - "ერთობა, რაობა, იმედი" - დაფუძნება ამცნო.

ვასაძის განცხადებით, ის პოლიტიკაში ფუჭი დაპირებების გასაცემად არ მოსულა და ყველას მოუწოდა, ქვეყნის გადასარჩენად მუხლჩაუხრელ შრომაში მასთან ერთად ჩაებან.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი" სულ მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.

"მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შევძლებთ, გავაღრვიოთ მოჯადოებული წრე, რომელზეც მოძრაობას საქართველო 30 წელია და გავიყვანოთ ის თავისი ღირსეული განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც აუცილებელია, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ქვეყნების თანამეგობრობაში.

მე არ მოვსულვარ დღეს აქ იმისთვის, რომ, სამწუხაროდ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ჩვენი ქვეყნის უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში, მორიგი რაღაც ფუჭი დაპირებები გავცე, გითხრათ, ჩვენ აგვირჩიეთ და ერთი ჯოხის აქნევით, გავა ერთი, ორი, სამი წელი და ყველაფერი აყვავდება, ავფრინდებით და შემდეგ უიმე, არ გამომივიდა, მოდი, რა, ერთხელაც მოგვეცით ამის საშუალება, შემდეგ კიდევ ერთხელაც და მოგატყუოთ ჩვენს დაპირებებში. ეს არის ის, რისიც მე ყველაზე მეტად მეშინია, რაც ყველაზე მეტად არ მინდა, ჩემო ხალხო.

ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, ჩვენი საზოგადოებივი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველას გეპატიჟებით ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია იმ არასწორი იდეოლოგიისა და პოლიტიკური სისტემის წყალობით, რომელშიც ის მოექცა ბოლო წლებში", – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge