png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

22 მაისიდან რესტორნებს შეუძლიათ, ღია სივრცეში სტუმრები შაბათ-კვირასაც მიიღონ

  • საზოგადოება
  • 17.05.2021
  • 13:47
22 მაისიდან რესტორნებს შეუძლიათ, ღია სივრცეში სტუმრები შაბათ-კვირასაც მიიღონ

მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული.

"ამასთან, როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მუშაობენ მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ; ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით! ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული;

რა თქმა უნდა, კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ტესტირება კვლავინდებურად გაგრძელდება სახელმწიფოს ხარჯზე მომავალი თვეების განმავლობაშიც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, შეასრულონ არსებული რეგულაციები, ატარონ პირბადე დაიცვან სოციალური დისტანცია", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge