png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დავით ზალკალიანი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 17.05.2021
  • 18:14
დავით ზალკალიანი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა და კმაყოფილება გამოთქვეს ორი ქვეყნის საპარლამენტო განზომილებაში აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობის გამო, რომელიც შეესაბამება ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობის სულისკვეთებას.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის საერთო მიზნების - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მისაღწევად, ასევე საერთო გამოწვევების დაძლევის გზაზე. შეხვედრაზე მიესალმნენ ქ.კიევში ასოცირებული ტრიოს მიერ გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ლოგიკური გაგრძელებაა ევროინტეგრაციის საკითხებზე სამი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობისა საპარლამენტო განზომილებაში. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნებას, რომლის პირველ სხდომასაც საქართველომ უმასპინძლა 2018 წელს.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო საპარალამენტო ფორმატებში არსებულ აქტიურ თანამშრომლობას. რადას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო დროს განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge