png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ესპანეთი მხარს გვიჭერს ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება - ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 19.05.2021
  • 17:57
 ესპანეთი მხარს გვიჭერს ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება - ზალკალიანი

ესპანეთი მხარს გვიჭერს ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარესთან, მერიჩელ ბატეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან მიმართულებებს და ასევე საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების ფარგლებში ესპანეთ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს უაღრესად ნაყოფიერი თანამშრომლობა, ყველა ორმხრივი მიმართულებით, გაღრმავდეს ასევე საპარლამენტთაშორისო დონეზე საქმიანობა და საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით შემდგომი პერსპექტიული ნაბიჯები განხორციელდეს. ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს. ესპანეთი მხარს გვიჭერს ყველა საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ასევე, ესპანეთის წარმომადგენლები ევროპარლამენტში საქართველოს ერთ-ერთი მკაფიო, სერიოზული მხარდამჭერები არიან. ბუნებრივია, საუბარი შეეხო რეგიონში ჩვენს როლს, ასევე იმას, თუ რა ნაბიჯები იყოს შემდგომ გადადგმული, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების თვალსაზრისით, ასევე ხალხთაშორის და კულტურული ურთიერთობების გაფართოების კუთხით.

ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იყო და ამ შეხვედრის შედეგებს ჩვენ აუცილებლად, მომავალში ვიხილავთ, როდესაც განხორციელდება პრაქტიკული ნაბიჯები“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge