png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამომგონებელი პროფესორი საქართველოშია

  • საზოგადოება
  • 20.05.2021
  • 16:52
კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამომგონებელი პროფესორი საქართველოშია

„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შემქმნელი, ისრაელელი პროფესორი არბერ ნადირი სტუმრობდა. მან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები გამართა, მოინახულა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება.

პროფესორი არბერ ნადირი ისრაელის სამედიცინო გიგანტის, მსოფლიოში წამყვანი სორასკის (იხილოვის) კლინიკის პროფესორია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნის შემდეგ, კლინიკა კიდევ უფრო მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. სამედიცინო ცენტრმა თანამშრომლობის თაობაზე 10 ათასზე მეტი მიმართვა მიიღო. „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ კლინიკის ხელმძღვანელობასა და დონორებთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რომ საქმიანი ურთიერთობები დაიწყოს საქართველოსთანაც, როგორც რეგიონში ისრაელის მეგობარ ქვეყანასთან.

„იმ დროს, როდესაც ტერორისტების რაკეტები თელ ავივის ბენ -გურიონის აეროპორტისკენ იყო მიმართული, შევძელით მსოფლიოში აღიარებული კლინიკის დონორებისა და წამყვანი მეცნიერის საქართველოში ჩამოყვანა. ვიზიტი იყო ერთდღიანი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი“, - ამბობს იციკ მოშე.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შემქმნელი შეხვდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს. საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. არბერ ნადირი გაეცნო ვაქცინაციის პროცესს, დაათვალიერა სამედიცინო აპარატურა. მან ქართველ კოლეგებს უამბო ახალი პრეპარატის მესამე ფაზის ექსპერტიზაზე.

ისრაელელი პროფესორი და იხილოვის კლინიკის დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოშე კარასო მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე. მხარეებმა კლინიკასთან საქართველოს თანამშრომლობაზე და პრეპარატის წარმოების შემდეგ ქართული მხარისთვის გარანტირებული რაოდენობის მიწოდებაზე ისაუბრეს. აგრეთვე, ითქვა, რომ შესაძლოა, საქართველოში პრეპარატის წარმოებაც მოისინჯოს.

იციკ მოშეს თქმით, სახელმწიფოთა შორის მეგობრობის განმტკიცება მხოლოდ საქმითაა შესაძლებელი. ამ ვიზიტის ორგანიზება სწორედ ამას ემსახურება და იმედია, კიდევ უფრო წინ წაიწევს თანამშრომლობა მსოფლიოში წამყვან სამედიცინო ცენტრთან.

ჯანდაცვის მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ იხილოვის ცენტრმა ითანამშრომლოს თბილისის რესპუბლიკურ და ინფექციურ საავადმყოფოებთან, რათა ქართულმა მხარემ მომავალში შეძლოს პრეპარატის მიღება ისრაელიდან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge