png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღნიშნეს

  • საზოგადოება
  • 26.05.2021
  • 18:37
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღნიშნეს

ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მყოფმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის საზღვრის გარეთ აღნიშნეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ავღანეთში, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე.

„მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ბანგიში კი, ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშა აღიმართა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ქართველ სამშვიდობოებს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო მისიებში პარტნიორი ქვეყნების კონტინგენტის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა გლობალური უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობისმყოფელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

ავღანეთში საზეიმო ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ავთანდილ იოსელიანმა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კარლოს ოკუონდო თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა გიორგი იაკობაშვილმა კი, პირად შემადგენლობას სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge