png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ევექსი კლინიკების ქსელში 0%-იან განვადებას სთავაზობს

  • საზოგადოება
  • 27.05.2021
  • 12:28
 საქართველოს ბანკი მომხმარებელს ევექსი კლინიკების ქსელში 0%-იან განვადებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დღეიდან, ევექსის კლინიკებში საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით სარგებლობა მომხმარებელს დამატებითი საკომისიოს გარეშე შეუძლია.

 

პროდუქტით სარგებლობისას შესაძლებელია  სამედიცინო სერვისებზე დანახარჯი დროში  გადანაწილდეს და მომხმარებელმა სასურველი სამედიცინი მომსახურებით მარტივად ისარგებლოს.

მომხმარებელი სასურველ მომსახურებაზე განვადების დამტკიცებას  ევექსის კლინიკებში, 15 წუთში შეძლებს. განვადება გავრცელდება 200 ლარის ზემოთ ღირებულების ნებისმიერ ამბულატორიულ სერვისზე. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თანხა 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდზე გადაანაწილოს. განვადება ვრცელდება ევექსი კლინიკების ქსელში სპეციალისტების კონსულტაციაზე, ლაბორატორიულ გამოკვლევებზე, ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და 800-მდე სხვა დასახელების ამბულატორიულ სამედიცინო სერვისზე.

განვადებაზე განაცხადის შევსებას  შეძლებს როგორც საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ასევე ამ პროდუქტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი.

განვადებასთან ერთად ევექსი კლინიკები პროექტის - HEALTHY CLUB-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა PLUS- ში ჩართულ მომხმარებლებს  და SOLO-ებს განსაკუთრებულ პირობებს  სთავაზობს.  შეთავაზება  უნიკალურია და ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე 50%-მდე ფასდაკლებებს გულისხმობს. HEALTHY CLUB შეიქმნა განსაკუთრებული შინაარსით. ის  აერთიანებს იმ მიმართულებებზე ფასდაკლებებს, რომლებიც  ცხოვრების ჯანსაღ წესსა და  ჯანმრთელობას უკავშირდება.

HEALTHY CLUB გულისხმობს 50%-მდე ფასდაკლებას სრულიად ულიმიტოდ და შეუზღუდავად 800-მდე დასახელების ამბულატორიულ და ლაბორატორიულ   სერვისზე, ექოსკოპიასა და კონსულტაციაზე; სპეციალური ჯანმრთელობის სრული შემოწმების Check-up პროდუქტებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში სამედიცინო გუნდის მიერ შეიქმნა;  მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებზე; სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ესთეტიკის სერვისებზე.

HEALTHY CLUB ასევე გულისხმობს ფასდაკლებებს ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერ პარტნიორ დაწესებულებებში, როგორიცაა: ვარჯიშის, სილამაზის, ესთეტიკის, ფსიქოლოგიის, დასვენებისა და სხვა სერვისები.

HEALTHY CLUB-ის ფასდაკლებების პირობები ვრცელდება როგორც დაზღვეულ, ისე დაუზღვეველ პირებზე ულიმიტოდ, დაზღვევით დაუფარავ ან დაუფინანსებელ სერვისებზე. ფასდაკლების  მიღება შესაძლებელია ექიმთან წინასწარი ვიზიტის და მიმართვის ფორმების წარდგენის გარეშე. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, კონკრეტული სამედიცინო სერვისის ყიდვის დროს ფასდაკლება ავტომატურად გაიაქტიუროს.  

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:https://bit.ly/3oVy95l

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge