png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენი აქციების დამფინანსებლების ვინაობა უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება - ვარლამ გოლეთიანი

  • საზოგადოება
  • 27.05.2021
  • 17:55
ჩვენი აქციების დამფინანსებლების ვინაობა უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება - ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების მთავარი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციების დამფინანსებლების ვინაობა უახლოეს დღეებში საჯარო გახდება.

მანვე წამოაყენა ინიციატივა, სხვა ორგანიზაციებმაც, მათ შორის, მედიამ, საკუთარი დამფინანსებლების ვინაობა საჯარო გახადონ.

"თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანი უჭერს მხარს ამ ბრძოლას და ჩართულია ამ ბრძოლაში. ემიგრანტები და ჩვენი სხვა მოქალაქეები გამოთქვამდნენ აზრს, რომ არ უნდოდათ დასახელებულიყო პირადად მათი სახელი და გვარები გადარიცხვების დროს. თვითონ ამბობდნენ, რომ არ უნდოდათ ამის გასაჯაროება. რადგან გაჩნდა ინტერესი, არ იქნებოდა სწორი, გამოგვეფინა ეს ყველაფერი. ამიტომ, გავდივართ კონსულტაციებს იურისტებთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანების ინტერესების დაცვა და არანაირი პრობლემა არ არის, უახლოეს დღეებში ამ შემოწირულობებს დავდებთ და ყველასთვის იქნება ის ხელმისაწვდომი.

გამოვდივართ ინიციატივით, რომ რადგან დიდი ინტერესია ჩვენს დაფინანსებასთან დაკავშირებით და გარკვეული სპეკულაცია ხდება, რომ ყველა ორგანიზაციამ თუ მედიამ, დადოს ინფორმაცია, მათ შორის, თქვენც შეგიძლიათ, ვინ საიდან ფინანსდება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ დავდებთ პირველები, დანარჩენი უკვე შეუძლია ყველას გამწკრივდეს და თავისი დაფინანსების წყაროები გახადოს საჯარო. ყველასთვის საინტერესოა, მათ შორის ჩვენთვისაც, რადგან ჩვენ მიმართ გაჩნდა ეს დიდი ინტერესი,"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge