png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"საქართველოს ფოსტასა" და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • საზოგადოება
  • 01.06.2021
  • 16:23
"საქართველოს ფოსტასა" და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"საქართველოს ფოსტასა" და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც "მსოფლიო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე მოზარდების 50-მდე რჩეული წერილი შესანახად ეროვნულ არქივს გადაეცემა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წერილები არის პანდემიასთან დაკავშირებული იშვიათი გამოცდილებისა და შინაარსის მატარებელი, ასევე, უნიკალური გზავნილი მომავალ თაობებს.

"მსოფლიო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მერვედ გაიმართა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება "მსოფლიო საფოსტო კავშირში" და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, "მსოფლიო საფოსტო კავშირის" საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია).

სტუმრებს სიტყვით მიმართეს "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტომა ლევან ჩიკვაიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ვალერი ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge