png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველო საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის კონცეფციის დანერგვას იწყებს

  • ეკონომიკა
  • 02.02.2016
  • 12:14
საქართველო საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის კონცეფციის დანერგვას იწყებს

საქართველოს საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვის გეგმა უკვე დამტკიცებულია. დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ პირველმა პირებმა  მოაწერეს ხელი.

საქართველო საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) გეგმის უმთავრეს მიზნებს საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლება, საექსპლუატაციო ეფექტურობის გაზრდა, საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება წარმოადგენს. გეგმა, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სანავიგაციო სისტემების ურთიერთთავსებადობას და გლობალურ ჰარმონიზაციას.

PBN გეგმა ითვალისწინებს ძირითადი დაინტერესებული მხარეების RNAV და RNP კონცეფციებზე ეტაპობრივ და გეგმაზომიერ გადასვლას, იგი ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ განახორციელონ შესაბამისი მოსამზადებელი ქმედებები: დამატებით მოიძიონ საჰაერო ხომალდების სამომავლო აღჭურვისათვის და სანავიგაციო საშუალებებისათვის საჭირო ინვესტიციები, ეტაპობრივად გადავიდნენ სახმელეთო ინფრასტრუქტურიდან სატელიტურ ნავიგაციაზე და ა.შ.

გეგმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შპს „საქაერონავიგაციის“ სპეციალისტებით დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის დანერგვის ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული. საავიაციო ინდუსტრიასთან გამართული კონსულტაციების ფარგლებში, გეგმა დადებითად იქნა მიღებული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეიზის“ მიერ.

საქართველოში საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვა ხელს შეუწყობს:
• საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გაზრდას უწყვეტი და სტაბილური დაშვების პროცედურების განხორციელებით ვერტიკალური მართვის მეშვეობით;
• საჰაერო ხომალდების ფრენის დროის შემცირებას ოპტიმალური ფრენის მარშრუტების დანერგვის გამო, რასაც შედეგად მოჰყვება საწვავის დაზოგვა, ხმაურისა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება, ასევე გარემოს დაცვის დონის ამაღლება;
• მოფრენის გაუმჯობესებას ყველანაირ მეტეოროლოგიურ პირობებში, ასევე კრიტიკული დაბრკოლებებისაგან დაშორების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ოპტიმიზებული RNAV ან RNP მარშრუტების გამოყენების საშუალებით;
• ავიამეთვალყურისა და მფრინავის სამუშაო დატვირთვის შემცირებას RNAV / RNP პროცედურებისა და თვითმფრინავის სხვა შესაძლებლობების უკეთესად გამოყენების გზით;
• ფრენის მარშრუტის პროგნოზირებადობის გაზრდას.

საქართველოს საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) გეგმა ემყარება ICAO-ს მე-11 დანართის მოთხოვნებს, 37-ე ასამბლეის რეზოლუციით და გლობალური საჰაერო ნავიგაციის განვითარების გეგმით (Global Air navigation Plan) გათვალისწინებულ პრიორიტეტებს. ICAO-ს მე-11 დანართის (საჰაერო მოძრაობის მომსახურება) მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფოებს PBN ოპერირების დანერგვა ევალებათ რაც შეიძლება სწრაფად.

PBN-ის დანერგვის გეგმა დაყოფილია მოკლევადიან (2016-2017 წწ.) და საშუალოვადიან ეტაპებად (2017-2018 წწ.). გეგმის თანახმად, საქართველო მოკლევადიან პერსპექტივაში დანერგავს RNAV 1 სახელსაწყო გაფრენების სტანდარტულ პროცედურებს (SID) და სახელსაწყო მოფრენების სტანდარტულ პროცედურებს (STAR) თავდაპირველად ქუთაისისა (UGKO) და ბათუმის (UGBS) აეროპორტების საკვანძო სამეთვალყურეო რაიონებში და განახორციელებს შესაბამის ცვლილებებს საჰაერო სივრცის დიზაინში. პარალელურად შეინარჩუნებს კონვენციონალურ პროცედურებს და კონვენციონალურ სანავიგაციო ინფრასტრუქტურას არასათანადოდ აღჭურვილი საჰაერო ხომალდებისთვის. საშუალოვადიან პერსპექტივაში თბილისის საკვანძო სამეთვალყურეო რაიონში დაინერგება RNAV1 (GNSS) SID/STAR-ები. თუმცა, ამის პარალელურად, არასათანადოდ აღჭურვილი საჰაერო ხომალდების ოპერირების ხელშეწყობის მიზნით შენარჩუნდება კონვენციონალური პროცედურები და კონვენციონალური სანავიგაციო საშუალებები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge