png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მეტანიის გაკეთება დასჯა არ არის. იქ ქრისტიანული სასწავლებელია, სადაც ბავშვები ქუჩიდან წამოვიყვანეთ - მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე

  • საზოგადოება
  • 02.06.2021
  • 16:39
მეტანიის გაკეთება დასჯა არ არის. იქ ქრისტიანული სასწავლებელია, სადაც ბავშვები ქუჩიდან წამოვიყვანეთ - მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას ამბობს, რომ ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა. მისივე თქმით, არ შეიძლება მეტანია და პირჯვრის გადაწერა დასჯა იყოს.

მისივე თქმით, პანსიონში ბავშვები არიან იმაზე უკეთეს პირობებში, ვიდრე ბავშვთა სახლში მოხვედრამდე იმყოფებოდნენ.

"მეტანია დასჯა არ არის. თქვენ გაგიკეთებიათ მეტანია? რომ არ გაგიკეთებიათ, იმიტომ ამბობთ. როგორ შეიძლება, მეტანია დასჯის მეთოდი იყოს? გინდათ მცირეწლოვანი ბავშვისთვის. ჩვენ ვაჩვევთ იმას, როგორ იცხოვროს ღვთისათვის. ლოცვა შეიძლება დასჯა იყოს? მეტანია ლოცვის ატრიბუტია, პირჯვრის გადაწერა შეიძლება დასჯა იყოს? მამაო ჩვენოს რომ იტყვის და პირჯვარს გადაიწერს ადამიანი... დავსაჯე? მეტანიის გაკეთება დასჯა არ შეიძლება იყოს. იქ ქრისტიანული სასწავლებელია, სადაც ბავშვები არიან ქუჩიდან წამოყვანილები... იქიდან წამოვიყვანეთ, ვაცხოვრებთ, ავუშენეთ სახლები. ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა". – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

გუშინ, 1-ელ ივნისს ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პანსიონთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებები მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებს არ ეხება და საუბარი უფრო მძიმე დანაშაულებზეც არის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge