png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აღმზრდელები იქ ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ - რას უყვება ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი ფორმულას

  • საზოგადოება
  • 03.06.2021
  • 21:06
აღმზრდელები იქ ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ - რას უყვება ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი ფორმულას

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 10 წლის წინ, პანსიონში ერთერთ აღმზრდელს ცემის დროს 7 წლის ბიჭი შემოაკვდა.

"ეზოში ვიყავით ჩასულები და ამ დროს ერთი ბავშვი გაიქცა გოგოებისკენ, ბიჭი, იქნებოდა 6-7 წლის დაახლოებით. ამ აღმზრდელმა ჯერ სულ თმებით ათრია და გამოიყვანა გოგოებისგან, მერე იმ დონემდე მიიყვანა ბავშვი, იმ დონემდე სცემა, თვითონაც ვერ მიხვდა ალბათ, როგორ შემოაკვდა ხელში. ეს ფაქტიც კი გაუხსნელია. შემოვიდა იქ ერთი მანქანა, პოლიცია არ იყო, ამ ბავშვს გადააფარეს რაღაც პლიონკა და წაიყვანეს", - ამბობს პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი.

ახალგაზრდამ პანსიონში 15 წელი გაატარა. ის ამბობს, რომ აღსაზრდელების მიმართ აღმზრდელები დასჯის სასტიკ ფორმებს იყენებდნენ,.

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული. ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", - ყვება ის.

ბენეფიციარის თქმით, ურჩ ბენეფიციარების მიმართ იყენებდნენ დამაძინებელი საშუალებებსაც. ამბობს, რომ ეს საკუთარ თავზეც გამოუცდია. ასევე იხსენებს იმასაც, თუ როგორ აბულინგებდნენ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებს.

"იყო ერთი ბავშვი, რომელსა აღმზრდელებმა თვითონ მოსიარულე ფსელი შეარქვეს. გენეტიკური დაავადება ჰქონდა ამ ბიჭს, ჩემი მეგობარი იყო. გახდა დასაცინი მასწავლებლებისგანაც და ბავშვებისგანაც. მასწავლებლებმა რომ დაიწყეს, ბავშვებიც აყვნენ", - ამბობს ის.

მისივე თქმთ, გაქცევა 90-ჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ყოფილი ბენეფიციარი ასევე ამბობს, რომ მისი პანსიონში ცხოვრების დროს გაუპატიურების ფაქტები არ სმენია.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  პროკურატურიდან ინფორმაცია გამოითხოვა, რომლითაც ირკვევა, რომ არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე 2016 წლიდან დაწყებულია გამოძიება. მათ შორის, გამოძიება გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge