png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

არ უნდა დავემორჩილოთ ცრუ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობის საწინააღმდეგოა - მეუფე სტეფანე

  • საზოგადოება
  • 06.06.2021
  • 14:35
არ უნდა დავემორჩილოთ ცრუ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობის საწინააღმდეგოა - მეუფე სტეფანე

ჩვენ არ უნდა დავემონოთ და არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა და ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელ ადამიანებს დაემუქრა.

მან სასამართლოს 5 ივნისის გადაწყვეტილებაზე ბავშვების პანსიონიდან გაყვანის შესახებ საუბრისას თქვა, რომ "კანონის უზენაესობა ღმერთის უზენაესობას ეწინააღმდეგება". მან მრევლს მოუწოდა"არ დაემორჩილონ იმ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობას ეწინააღმდეგება".

"ჩვენ არ უნდა დავემონოთ და არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს. არც იმ ცრუ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობის საწინააღმდეგოა.

დაეტაკნენ ნინოწმინდის ბავშვთა დაწესებულებას ცრუ ბრალდებებით. ვერავინ ვერაფერს ამტკიცებს, მაგრამ წამოენთნენ ისინი, ვინც არიან ლიბერალების გამტარებლები ყველა მიმართულებით. დაიწყეს აგიტაცია-პროპაგანდა, როგორც კომუნისტების და ფაშისტების დროს. მიდის თავდასხმა ღირებულებებზე, თან ვითომ ძალადობას ებრძვიან და თვითონ ძალადობენ, ისე ძალადობენ, რომ ამის გამო ბავშვებს სტრესი აქვთ.

შეიჭრნენ. ბავშვები შეშინებულები არიან, არ იციან, რა გააკეთონ, არ იციან, ვინ იცავს, ვინ მოწინააღმდეგეა, სად წაიყვანენ, რა მდგომარეობაში იქნებიან - ქრისტიანები რომ არიან, მაგიტომ. თვითონ ზომბები. იდეოლოგიით შეპყრობილი ხალხი ქრისტიანებს ზომბებს ეძახის.

გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. აქედან - შეტევა ეკლესიაზე, იქიდან - პრაიდი. ფაქტობრივად ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, რომ გადატეხონ საქართველო, რომელიც უძველესი დროიდან ქრისტიანულია. ვითომ ქრისტიანებს მღვდლების ფორმებიც აცვიათ, ლგბტ-ს გვერდით სხედან და იმათთან ერთად ებრძვიან ეკლესიას. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ

რა ძალა გვაქვს ჩვენ - ჭეშმარიტების სიტყვა. ჩვენ სხვა არაფერს გამოვიყენებთ. დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო. ჩვენი მართალი სიტყვა იქნება თქვენი დამანგრეველი". - თქვა მიტროპოლიტმა ტაძარში ქადაგების დროს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge