png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

იანვრში საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ვიზიტორებსა და ტურისტებში კვლავ ზრდა ფიქსირდება

  • ეკონომიკა
  • 02.02.2016
  • 13:18
იანვრში საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ვიზიტორებსა და ტურისტებში კვლავ ზრდა ფიქსირდება

2016 წლის იანვრის  თვის მონაცემებით საქართველოს 323 159 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4,4 %-ია.

მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში +4,3 %-ით ანუ 116 369 ვიზიტით  არის გაზრდილი წინა წლის იანვართან  შედარებით.

2016 წლის იანვარში ქვეყანას ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (+16%),  თურქეთიდან        (-5,6%), სომხეთიდან (-12,4%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) ეწვია. ევროკავშირის ქვეყნებიდან დაფიქსირდა +11%-იანი ზრდა.  ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებული  ზრდის ტემპებით გამოირჩეოდნენ:  საფრანგეთი +29%, იტალია +26%, დიდი ბრიტანეთი +16%, პოლონეთი +15%  და გერმანია 14%.  სხვა ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდის ტემპით გამოირჩეოდა: ომანი +887%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +706%, ფილიპინები +482%. ინდოეთი +307% და საუდის არაბეთი +181%.

 აღსანიშნავია 2015 წელი წარმატებულად დასრულდა,   საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 მილიონ 900 ათასს მიაღწია, რაც 7 პროცენტიან ზრდას გულისხმობს.  და 2016 წლის პირველი თვეც იმის მაჩვენებელია რომ ტურისტების რაოდენობა დინამიურად იზრდება.

ზამთრის სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს საქართველოში,  ზამთრის კურორტები ტურისტების მისაღებად მზად არის და ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ძალიან აქტიურად ჩატარებულმა მარკეტინგულმა კამპანიებმა შედეგი გამოიღო.

საქართველოში შემომავალი თითოეული ტურისტი კი არის დამატებითი შემოსავალი ჩვენი მოსახლეობისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. სწორედ ამიტომ ტურიზმის განვითარება  ჩვენი მთავრობისთვის, როგორც ეს არაერთხელ გვაქვს გაცხადებული,  ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge