png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი „ლაქტალისის“და „სანტეს“ წარმომადგენლებს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 02.02.2016
  • 15:34
გიორგი კვირიკაშვილი „ლაქტალისის“და „სანტეს“  წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანია „ლაქტალისის“და ქართული კომპანია „სანტეს“  წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო გარემოს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ლაქტალისი“ ქართული რძის პროდუქტების კომპანია „სანტეს“ ერთ-ერთი აქციონერი გახდა, რაც კომპანიას მისცემს  საშუალებას წარმოაჩინოს ქართული პროდუქტები  მსოფლიო ბაზარზე და განავითაროს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოება. ხაზი გაესვა, რომ ფრანგული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციაში და ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას.

„ლაქტალის ჯგუფის“ ვიცე–პრეზიდენტმა მიშელ ნალემ  პრემიერ–მინისტრს  კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ყველი შეიძენს საერთაშორისო სტანდარტებს  და პროდუქცია ქართული სავაჭრო ნიშნით გავა ექსპორტზე.

„საქართველოში, კომპანია „სანტეში“ შემოდის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ლაქტალისი“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოსთვის. „ლაქტალისი“  უმსხვილესი კომპანიაა, სადაც 75,000 ადამიანი მუშაობს. კომპანია  ქართულ პროდუქტს გაიტანს ევროპულ ბაზარზე და ქართული ბრენდით, ქართული სავაჭრო ნიშნით ცნობილი პროდუქტი გავა ბაზარზე.  ეს ინვესტიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოს იმიჯის განმტკიცების კუთხითაც,  ვინაიდან „ლაქტალისი“ საქართველოში შემოდის რეგიონში სამუშაოდ და მან აირჩია საქართველო, რათა სხვა რეგიონულ ქვეყნებთან ითანამშრომლოს ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით მის შემოსვლას საქართველოში,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლაქტალისი“ 1933 წელს ანდრე ბენიეს მიერ დაარსდა.  დღეს, ოჯახის საკუთრებაში მყოფი „ლაქტალის ჯგუფი“ მრავალი წარმატებული საერთაშორისო ბრენდის მფლობელია, როგორიცაა: „პრეზიდენტი“, „პარმალატი“, „გალბანი“. „ლაქტალის ჯგუფში“ ამჟამად დასაქმებულია 75,000 ადამიანი და მისი 200-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 43 ქვეყანაშია განლაგებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „ჯი–ემ–თი ჯგუფის“ პრეზიდენტი, „სანტეს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავაძე და „სანტეს“ გენერალური დირექტორი ერეკლე გამყრელიძე დაესწრნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge