png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ივლისსა და აგვისტოში, უფრო მეტი ვაქცინა იქნება, ვიდრე მსურველი - ბიძინა კულუმბეგოვი

  • საზოგადოება
  • 12.06.2021
  • 14:23
ივლისსა და აგვისტოში, უფრო მეტი ვაქცინა იქნება, ვიდრე მსურველი - ბიძინა კულუმბეგოვი

გვჭირდება რეალურად თვეში 500 000-დან 600 000-მდე ადამიანის აცრა. ეს მარტივი არ იქნება. ლოჯისტიკურად ამის გამართვა არ არის მარტივი, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია როგორც ვაქცინების საჭირო რაოდენობა, ისე მოქალაქეების დარწმუნება, რომ ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვუახლოვდებით იმ ზღურბლს, როდესაც უკვე არიან ადამიანები, რომელთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ცოტას კიდევ დააკვირდება და მერე გადაწყვეტს ვაქცინაციას ან მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ კატეგორიულად არ უნდა ახლად შექმნილი ვაქცინა. ამიტომ, ახლა გვჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა, რომ დავითანხმოთ ეს ადამიანები, ავუხსნათ და დავარწმუნოთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის არსებობისა და განვითარებისთვის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვს, რომ ქვეყანაში პანდემია დასრულდეს. აქ არის ძალიან ბევრი სამუშაო. ახლა ვართ კომფორტულ სიტუაციაში, ვაქცინა გვაქვს ცოტა და მთხოვნელი გვყავს ძალიან ბევრი, ამიტომ ეს კომფორტი მალე დაგვერღვევა და ეს იქნება ის ივლისი და აგვისტო, როცა უფრო მეტი ვაქცინა გვექნება, ვიდრე მსურველი იქნება ამ ვაქცინის. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ყველამ, ეს არის ზეპარტიული და ზესახელმწიფოებრივი საკითხია. ყველა უნდა ვიყოთ ერთ აზრზე და ყველა უნდა დავდგეთ ერთ ფერხულში, რომ ადამიანების 60%-ის აცრა მოხერხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ მოვინდომებთ, ეს არის აბსოლუტურად რეალური. მთავარია, ვაქცინებიც გვქონდეს, მარტო ცარიელი პროპაგანდაც არ გვიშველის“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს კულუმბეგოვმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge