png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობისთვის ქმარი დააკავეს - დანაშაული საქართველოს მოქალაქეს ბრალდებოდა

  • სამართალი
  • 18.06.2021
  • 14:09
საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობისთვის ქმარი დააკავეს - დანაშაული საქართველოს მოქალაქეს ბრალდებოდა

საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ქმარი, ერთ-ერთი ცნობილი ავიახაზების პილოტი, ბაბის ანაგნოსტოპულო დააკავეს.

ირკვევა, რომ 20 წლის ახალგაზრდა ქალი, მეუღლემ 11 თვის შვილის თანდასწრებით გაგუდა. შემდეგ თავდასხმის ინსცენირება მოაწყო და თავი სკამზე საკუთარი ხელით დაიბა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 32 წლის კაცმა, რომელიც ცოლის მკვლელობას ყაჩაღობას უკავშირებდა, დანაშაული აღიარა და დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შემდეგ ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

კაროლაინი 2021 წლის მაისში მოკლეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაშაულისთვის საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მომხდართან მისი კავშირი საბერძნეთის პოლიციამ უარყო და კაცი გაათავისუფლეს.

ბერძნული მედია მაშინ წერდა, რომ თავდამსხმელმა მოსამსახურე და ქალის ქმარი გაკოჭა და ბრიტანეთის მოქალაქე გოგო 11 თვის ჩვილის თანდასწრებით მოკლა. ბრალდებულმა მოკლა ძაღლიც, რომელიც მას სავარაუდოდ წინააღმდეგობას უწევდა.

ათენის პოლიციის თქმით, კაცის ჩვენებები არათანმიმდევრული იყო, რამაც სამართალდამცაებს ეჭვი გაუჩინა, თუმცა საბოლოოდ საქმეში ახალი მტკიცებულები გამოჩნდა მათ შორის ქალის სმარტ საათიდან და სხვა ელექტრონული მოწყობილობებიდან ამოღებული ინფორმაცია. აღნიშნულის შემდეგ 32 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც ბრალი აღიარა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge