png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ფლიმარკეტი, მზიურის პარკში გაიმართება

  • საზოგადოება
  • 18.06.2021
  • 18:14
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ფლიმარკეტი, მზიურის პარკში გაიმართება

20 ივნისს, მზიურის პარკში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, პირველ წიგნის ფლიმარკეტს გამართავს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ყველასთვის, ვისაც უყვარს კითხვა, სურს მისაღებ ფასში შეიძინოს ან გაყიდოს წიგნები და ვინილის ფირფიტები, მოუსმინოს მუსიკას და სასიამოვნოდ გაატაროს დრო.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაგეგმილი პირველი წიგნის ფლიმარკეტი, მკითხველთა დასაახლოებლად, წიგნის უფრო ხელმისაწვდომობისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით იმართება“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
ფლიმარკეტზე წიგნებს გაყიდიან როგორც კერძო პირები, რომლებიც გასაყიდ წიგნებს პირადი ბიბლიოთეკიდან გამოიტანენ, ასევე, ბუკინისტები და წიგნის მაღაზიები. ამრიგად, მყიდველს ექნება არჩევანი - შეიძინოს მეორეული ან სრულიად ახალი წიგნი. შესაძლებელი იქნება, წიგნების როგორც გაყიდვა, ისე გაცვლა ან გაჩუქება.
პირველი ფლიმარკეტის თემა იქნება წიგნები და მუსიკა. ამრიგად, წიგნის თემაზე შექმნილი ნივთების გარდა, გაიყიდება მეორეული ვინილის ფირფიტებიც, ხოლო, მცირე სცენაზე, მუსიკის მოყვარულები: მირიან ჯუღელი, გური გოლიაძე და ოთო ჯანგავაძე, ვინილების საკუთარი კოლექციიდან, საყვარელ კომპოზიციებსაც დაუკრავენ. ასევე, საღამოს მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებს დიჯეი Alfreda Stieglitz
ფლიმარკეტზე განთავსებული იქნება „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და მისი გენერალური სპონსორის, საქართველოს ბანკის ზონები, სადაც, ფლიმარკეტის სტუმრებს, დასვენებისა და განტვირთვის საშუალება ექნებათ.
წლის განმავლობაში, დაგეგმილია ოთხი წიგნის ფლიმარკეტის ჩატარება, რომლებსაც ქალაქის სხვა პარკებიც უმასპინძლებს.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge