png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს

  • საზოგადოება
  • 23.06.2021
  • 09:04
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრას კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანეც ესწრებოდა.

"წერილი უკვე მზად არის და გაიგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი რათა უკვე მათ თავის მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი. ზაზა დაკავებულია რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ. ვერ ვიტყვით ამ თხოვნას, რა შედეგი მოჰყვება. ჩვენ დაველოდებით პასუხს, რას მოიმოქმედებს მხარე, რომელსაც ჩვენ მივმართეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ოჯახს, შეინარჩუნოს მხნეობა. ოჯახში ბავშვები არიან და ეს მათთვის რთული პერიოდია. ყველანი უნდა დაელოდონ და შეხვდნენ ზაზას მხნედ და ჯანმრთელად. დარწმუნებული ვარ, ოჯახის კარგად ყოფნა იქნება მისთვისაც ნუგეში და გამამხნევებელი", - განაცხადა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ.

საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გახელაძე დაკავების დროს დაიჭრა.

2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge