png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ევროკავშირში ავტორიზებული კოვიდვაქცინის სრული კურსით აცრილი საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის საზღვრის კვეთისას კარანტინს არ გაივლიან

  • საზოგადოება
  • 24.06.2021
  • 16:26
ევროკავშირში ავტორიზებული კოვიდვაქცინის სრული კურსით აცრილი საქართველოს მოქალაქეები  პოლონეთის საზღვრის კვეთისას კარანტინს არ გაივლიან

24 ივნისიდან იცვლება პოლონეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები, კერძოდ:
შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს. გასათვალისწინებელია, რომ მესამე ქვეყანაში გაკეთებული ტესტი არ ათავისუფლებს პირს კარანტინისგან. მოქალაქე ვალდებულია საზღვრის კვეთისას, მესაზღვრეს მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი მისამართის (სადაც გაივლის თვითიზოლაციას) და საკონტაქტო ტელეფონის შესახებ. საზღვრის კვეთიდან 7 დღის შემდეგ გაკეთებული PCR, ან ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი ამცირებს კარანტინის ხანგრძლივობას. ტესტის პასუხი აუცილებლად უნდა მიეწოდოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციას.

ამასთანავე, კარანტინს არ დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის კვეთისას წარადგენენ ევროკავშირში ავტორიზებული კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. გასათვალისწინებელია, რომ სრული ვაქცინაციიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე.
კარანტინისგან აგრეთვე თავისუფლდებიან 12 წლამდე ბავშვები, თუ ისინი ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილ მშობლებთან ერთად მოგზაურობენ.

შენგენის ზონიდან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) და ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრი ქვეყნიდან შემოსული მგზავრები არ დაექვემდებარებიან კარანტინს:
- თუ წარადგენენ ვიზიტამდე ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR, ან ანტიგენური ტესტის ნეგატიურ პასუხს;
- თუ წარადგენენ ევროკავშირში ავტორიზებული კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. გასათვალისწინებელია, რომ სრული ვაქცინაციიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე.
- კარანტინისგან აგრეთვე თავისუფლდებიან 12 წლამდე ბავშვები, თუ ისინი ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილ მშობლებთან ერთად მოგზაურობენ, ან თუ მშობლები წარადგენენ PCR, ან ანტიგენური ტესტის უარყოფით პასუხს.

დღეის მდგომარეობით, ნებადართული ვაქცინებს მიეკუთვნება მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ გამოსაყენებლად ნებადართული ვაქცინები: AstraZeneca, Moderna, Johnson & Johnson, Biontech/ Pfizer.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge