png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 24.06.2021
  • 18:51
თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი, 2021 წლის 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიაში“ ტრადიციულ ფორმატში გაიმართება. ფესტივალის გახსნის ღონისძიებას, დღეს, თბილისის მერის მოადგილე დაესწრო. ანდრია ბასილაიამ ფესტივალის სტუმრებს და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა.

დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, ფესტივალის ორგანიზატორებისთვის და მონაწილეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი წელს პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს და საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ ახალ წიგნებს.

„2021 წლის ფესტივალი დამთვალიერებლებს განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და დატვირთული პროგრამით ხვდება. ჰყავს 50-ზე მეტი მონაწილე - გამომცემლობები, წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციები. მათ შორის არის თბილისის მერიის და იუნესკოს ერთობლივი პროექტი "თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", რომლის სტენდზეც ძალიან საინტერესო ინტერაქტიულ პროექტს გთავაზობთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

2021 წლის ფესტივალს 50-ზე მეტი მონაწილე ეყოლება და მის ფარგლებში 100-მდე ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება. გარდა ამისა, განსაკუთრებული საბავშვო პროგრამაა გათვალისწინებული პატარებისთვის.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, 2021 წელი განსაკუთრებულია იმითაც, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (International Publishers Association – IPA) 125 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მოწვეულ სტუმრებსა და დამთვალიერებელს ისტორიულ ონლაინ ღონისძიებას წარუდგენს, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ასოციაციის სხვადასხვა დროის ოთხი პრეზიდენტი ერთ სივრცეში მოიყრის თავს და განიხილავს მსოფლიო საგამომცემლო სფეროსათვის საკვანძო თემებს, საგამომცემლო ინდუსტრიის უწყვეტ გზას წარსულიდან მომავლისკენ.

ფესტივალის გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. 2017 წელს ფესტივალის პირველი ფოკუს ქვეყანა იყო ნორვეგია, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი 2018 წელს საქართველოსგან გადაიბარა. ფოკუს ქვეყნები სხვადასხვა წლებში იყვნენ გერმანია (2018) და ფინეთი (2019). 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული სტატუსით იგი 2022 წლის ფესტივალზე ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში დასაბრუნებლად, შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და ყველა შეზღუდვის მკაცრად გასაკონტროლებლად დამატებითი სამუშაოები ჩაატარა. ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, საჭირო გახდა რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ახალ ვებგვერდზე: www.tbilisibookfestival.ge

ფესტივალის ორგანიზატორები მომხმარებლებს წიგნების შეძენას, ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, ვებგვერდზეც საფესტივალო ფასად სთავაზობენ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ხოლო მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია „თიბისი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge