png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

  • საზოგადოება
  • 03.02.2016
  • 13:24
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. ზურაბ ჟვანიას ნათესავები, ახლობლები და მეგობრები ყვავილებით შეამკობენ საფლავს.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმე დახურული არააა.

მისი ცხედარი პირადი დაცვის წევრებმა, თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა წარმომადგენელი, რაულ უსუპოვი, რომლის ცხედარი ახლობლებმა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.
ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1985 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზედაც შეიქმნა მოძრაობა "საქართველოს მწვანეები" (1988). პირველ თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანია აირჩიეს.
1992 წელს გახდა ევროპელ "მწვანეთა" პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად. 1995 და 1999 წელს ზურაბ ჟვანია არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.
ჟვანია 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია "გაერთიანებული დემოკრატები". 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ზურაბ ჟვანია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge