png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე

  • პოლიტიკა
  • 03.02.2016
  • 14:32
გიორგი მარგველაშვილი: 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და 2016 წლის გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე; დოლარის გამყარება; ნავთობის ფასის ისტორიულმინიმუმამდე დაცემა;  რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია; რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის იმ გამოწვევების  ჩამონათვალი, რომლებთანაც მსოფლიოსთან ერთად საქართველოს ეკონომიკასაც უწევდა გამკლავება მთელი წლის განმავლობაში.

მისი თქმით, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში იმყოფება. მაღალია სიღარიბისა და უთანასწორობის, მაჩვენებლები. საგანგაშოდ მაღალია ბავშვთა და, განსაკუთრებით, დედათა სიკვდილიანობისმაჩვენებელი. ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს არ აღემატება. მძიმეა უმუშევრობის მაჩვენებლები, ხოლო დასაქმებულთა შორის არაპროპორციულად მაღალია საჯარო სექტორში მომუშავეთა წილი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსათვის  მარტივი, არც 2016 წელი იქნება  განსაკუთრებით კი, განვითარებადი ქვეყნებისთვის.

„შეზღუდული რესურსების ფონზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.

მიმდინარე რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები უკან დახევას ნიშნავს. 

როგორც თანამედროვე ევროპული ქართული სახელმწიფოს შემოქმედი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა - "აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე". ამიტომ, ზემოთაღწერილი რთული ვითარებიდან გამოსასვლელად განსაკუთრებითპრობლემატურია პროცესების ტემპი", -აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  საქართველო უნდა აჰყვეს დღევანდელი ცივილიზაციის რიტმსა და და მუდმივად ცვლად, განვითარებად სამყაროში უნდა მოახდინოს  შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების სწრაფი დაეფექტური ათვისება - 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე.

პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და კაპიტალის გლობალურ ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, სახელმწიფომ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს.

პრეზიდენტი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანს უწოდებს და მიესალმება პრემიერმინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას -

  • სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებულ რეფორმებს,
  • მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიზნესის ჩართულობას და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფას,
  • აქცენტს რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე,
  • განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების საჭიროებას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge