png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

SOLO-ს მხარდაჭერით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

  • საზოგადოება
  • 08.07.2021
  • 12:54
 SOLO-ს მხარდაჭერით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი მთის თემატიკის საერთაშორისო ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში. ფესტივალი 15-19 სექტემბერს გაიმართება. 

 

ფესტივალი ერთმანეთში 2 საკონკურსო სექციას გააერთიანებს. ესაა: მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მთის თემატიკის ფილმები.

საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს სპეციალური სექცია ექნება. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია "ქართულ ფილმი", რომელიც წელს ახლადაღდგენილი, უნიკალური ანიმაციური ფილმებით გაანებივრებს ფესტივალის სტუმრებს. ფილმის რესტავრატორი, ელია ფარსადანიშვილი ფესტივალზე სტუმრებს რესტავრაციის დეტალებზე მოუყვება და აჩვენებს თუ როგორ აღდგა ფილმი და მოვიდა მაყურებლამდე.

ფესტივალზე გამოვლინდება საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო მთის თემატიკის ფილმები. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ფესტივალზე ასევე დასახელდება ორი განსაკუთრებული პრიზის მფლობელი. ესენია: საუკეთესო კინომუსიკა, საუკეთესო კინომხატვრობა და ჟიურის სპეციალური პრიზი.

საკონკურსო ფილმებს 2 ქართველი და 3 უცხოელი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. 

"ჩვენთვის, ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია დგას და ამ მიზნით გადავწყვიტეთ, მთის თემატიკის ფილმების პრიზისთვის მიხეილ ხერგიანის სახელი მიგვენიჭებინა და ამით კიდევ ერთხელ მიგვეგო პატივი ამ გენიალური ადამიანისა და საოცარი სპორტსმენისადმი", - განაცხადა კინოფესტივალის დამფუძნებელმა, ხათუნა ხუნდაძემ. 

"SOLO ყოველთვის ცდილობს მხარი დაუჭიროს მნიშნველოვან და საინტერესო ღონისძიებებს. მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალი არ არის გამონაკლისი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საერთაშორისო ფესტივალი პირველად ჩატარდება. მასში კი მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონომაგნატები, როგორიცაა: ARRI და მისი შვილობილი კომპანია Playmaker და ARSENAL; კინოს და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტი და კინოთეატრი, რომელსაც ბერლინალეს ფარგლებში საკუთარი საკონკურსო სექცია-ფორუმი აქვს. მესტიის ფესტივალზე ARSENAl სტუმრის სტატუსით და საკუთარი სექციით წარსდგება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ფესტივალის მონაწილეებს და ჩვენს თავსაც. წინ მართლაც საინტერესო სექტემბერი გველის",- განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.

ფესტივალისთვის განსაკუთრებული პატივია ARSENAl-ის თანადგომა, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა ქართული კინოს საბჭოთა კინოსგან გამოყოფა, როცა მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, 1975 წელს, ბერლინში, კინოთეატრ „არსენალეში“ შესაძლებელი გახდა ქართული კინოს კვირეულის ჩატარება, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილის ფილმით - „დიდი მწვანე ველი“ - გაიხსნა და დაიბადა კიდეც გამოთქმა ”კინოს ქართული ფენომენი”. 

მესტიის კინოფესტივალის დამფუძნებლები ა(ა)იპ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძეა.

უფრო მეტი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.mestiaff.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge