png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნუ ციტირებთ განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს - დეკანოზი თამაზ ლომიძე

  • საზოგადოება
  • 08.07.2021
  • 14:58
ნუ ციტირებთ განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე ეხმიანება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს ქადაგებას მოსეს რჯულის კანონების შესახებ.

მიტროპოლიტ იოანეს განცხადებით, მოსეს რჯულში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "მშობლებისადმი ურჩი შვილი გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო".

დეკანოზი თამაზ ლომიძე მოუწოდებს სასულიერო პირებს, ნუ ციტირებენ განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს.

"ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგნოს ერმაც და ბერმაც, რომ მოსეს რჯული და მისი კანონები (ხშირად ძალიან მკაცრი) მიცემული იყო ექსკლუზიურად ებრაელებისთვის, რათა უფლის რჩეული ერი წმინდად შენახულიყო ქრისტეს მოსვლისთვის. ამას ეძღვნება მთელი გალატელთა მიმართ წერილი პავლესი ახალ აღთქმაში. თქვენო, ეუბნება მოციქული არაებრაელ ქრისტიანებს, არა ხართ ვალდებული დაიცვათ მოსეს რჯული, რადგან ახლა უკვე ქრისტეს რჯულს ექვემდებარებითო. ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს. მათი ცოდნა საჭიროა, მაგრამ არა მათით ხელმძღვანელობა. იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით. იყო ებრაელთათვის მოსეს რჯულში მძიმე ცოდვისთვის ქვით ჩაქოლვა, მაგრამ იესო ქრისტემ მოგვცა სხვა უფრო მაღალი და ღვთაებრივი რჯული. როცა მრუში ქალი მიუყვანეს და სთხოვეს დასტური მის ჩასაქოლად, ქრისტე, თავადაც ებრაელი, იუდეველი და რჯულის მორჩილი, არ არღვევს მოსეს რჯულს და არ ამბობს, რომ ჩაქოლვის ღირსი არ არის ქალი რჯულის მიხედვით, მაგრამ ეუბნება: მის მოსაკლავად მან ისროლოს პირველი ქვა, ვინც თავად უცოდველიაო. ამას კი ვერავინ იტყოდა იქ მდგომთაგან, ყველა თავადაც ცოდვილი იყო მრუშობის ცოდვით, თუ საქმით არა, ფიქრით და სურვილით მაინც. ამიტომ მხილებულებმა დაყარეს ქვები და ვეღარ ჩაქოლეს ცოდვილი. ესაა სწორედ ქრისტეს რჯული, ღვთის მონებისთვის კი არა, არამედ უკვე ცოდვის მონობიდან გამოსყიდული ღვთის შვილებისთვის მოცემული, ბევრად მაღალი და ღვთაებრივი. თუ საკუთარი შვილი არ გისმენს, არ გემორჩილება და მტრად მოგეკიდა, ხელი კი ნუ აგქავდება მის საცემად და დასასჯელად, არამედ დაფიქრდი: თავისუფალი ხარ დანაშაულისგან მის წინაშე? მისი დაბადებიდან, სულ თოთოობიდან ყველაფერი სწორად და მართებულად გააკეთე მის აღზრდაში? არაფერი შეგშლია და არ შეგიცოდავს მის წინაშე? ასე უნდა ფიქრობდეს ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი მშობელი", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge