png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მოსალოდნელია, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს ქვეყანაში და მისი შეკავება უკვე რთული გახდეს - გამყრელიძე

  • საზოგადოება
  • 10.07.2021
  • 17:11
მოსალოდნელია, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს ქვეყანაში და მისი შეკავება უკვე რთული გახდეს - გამყრელიძე

"მოსალოდნელია, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს ქვეყანაში და მისი შეკავება უკვე რთული გახდეს, თუ რაღაც სხვა ღონისძიებები არ იქნა გატარებული", - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, ვინაიდან მოსახლეობა არცერთ რეკომენდაციას არ იცავს.

"სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება. უკვე ჩვენ თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ ვიცავთ და ეს ძალიან ცუდია. იმართება უზარმაზარი თავყრილობები. ახლაც ჩამიყარეს სხვადასხვა ტიპის თავყრილობის ბევრი სურათი, იქნება ეს სამხიარულო თუ ჭირის სუფრები, თუ დიდი მუსიკალური დღესასწაულები, სადაც სამწუხაროდ, არც პირბადის ტარება, არც დისტანცია არ არის დაცული. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს ქვეყანაში და მისი შეკავება უკვე რთული გახდეს, თუ რაღაც სხვა ღონისძიებები არ იქნა გატარებული", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას ის რეკომენდაციები, რომელიც ძალაშია - დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, სანიტარული წესები.

"ახლა ვაქცინების საკმაო რაოდენობაა ქვეყანაში და აქტიურად უნდა მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დამთავრდება ეპიდემია", - დასძინა გამყრელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge