png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას - შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

  • სამართალი
  • 11.07.2021
  • 17:48
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას - შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან უწყება, ჯერჯერობით, თავს იკავებს.

შსს-ს "ტვ პირველის" ოპერატორის სკუტერით გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს.

"ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტს, მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე, ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და მათ გამოკითხვას.

აქვე, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ვინაიდან მასში, შესაძლებელია, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ გარდაცვლილის გადაადგილების კადრებს, რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში.

ალექსანდრე ლაშქარავა, მოპედის საშუალებით, გუშინ, დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც ამ ეტაპზე იმყოფება საგამოძიებო ორგანოში, გადაადგილდებოდა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ეტაპზე, თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახისა და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებიდან და დაელოდონ გამოძიებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 პირი, რომლებსაც უკვე შეფარდებული აქვთ წინასწარი პატიმრობა”, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge