png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ქვეყანას მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში - ეკა მიშველაძე

  • საზოგადოება
  • 11.07.2021
  • 19:49
ქვეყანას მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში - ეკა მიშველაძე

ქვეყანას მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში. ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვს, ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს ხოცავენ, - განაცხადა ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ საპროტესტო აქციაზე , რომელიც 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ იმართება.

"ქვეყანას მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში. ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვს, ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს ხოცავენ. და ლექსო მოკლეს.

და არანაირ პრესკონფერენციას, არანაირ ექსპერტიზას აზრი არ აქვს.

თქვენსას არაფერს არ გავაშუქებთ, იმიტომ რომ თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს. და ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა. ახლა გაჩვენებთ იმას, რაც ვერავინ გააკეთა 9 წლის განმავლობაში. ამას ჩვენ გავაკეთებთ. მედია გააკეთებს. გაჩვენებთ, როგორია გაბრაზებული მედია. მედია, რომელიც გიფრთხილდებოდათ, რომელიც ეთერში გიწვევდათ და თქვენ არ მოდიოდით. თქვენგან წიხლის გარდა არაფერი მიგვიღია. და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ მოკალით 36 წლის უდანაშაულო ბიჭი. ამას ვერ გაამართლებთ, უნდა წახვიდეთ, უნდა დამთავრდეთ, უნდა დასრულდეს. ღარიბაშვილო, უნდა გეყოს ძალა. თუ გინდა, გქონდეს მომავალი, წადი. წაიყვანე შენი მარიონეტები, ბიძინა ივანიშვილო.

და სამღვდელოებავ, ისინი, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, თქვენ არ გაქვთ უფლება, ილაპარაკოთ ღმერთის სახელით. გაიკრიჭეთ წვერი და თქვენც წადით, არც გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ. იმიტომ, რომ სამარცხვინოები ხართ", - თქვა მიშველაძემ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 5 ივლისს მოძალადეების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და დასჯას მოითხოვენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge