png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობის ნაცვლად, მოვითხოვთ მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას - RSF

  • საზოგადოება
  • 13.07.2021
  • 01:26
გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობის ნაცვლად, მოვითხოვთ მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას - RSF

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია მოითხოვს, ოპერატორის გარდაცვალების გარემოებების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას.

განცხადებაში აღნიშნულია ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას და კიდევ 50-ზე მეტი ჟურნალისტის მიმართ ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შესახებ.

"ლაშქარავა და ბაღათუია არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისთან გადასაღებად იმყოფებოდნენ, როდესაც მათთან ბრბო მიიჭრა. როგორც მირანდა ბაღათურია აცხადებს, მას თმებში ხელი წაავლო მართლმადიდებელმა მღვდელმა, ხოლო ლექსო ლაშქარავას 20-მდე ჰომოფობი ექსტრემიტი სცემდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

"50-ზე მეტ ჟურნალისტზე კოორდინირებული თავდასხმის შემდეგ, ალექსანდრე ლაშქარავას საეჭვო გარდაცვალება საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით გარდამტეხი მომენტია. გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობის ნაცვლად, ჩვენ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება მისი გარდაცვალების გარემოებებისა და იმ ჟურნალისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შესახებ, რომელთა დაცვა პოლიციამ ვერ შეძლო.

ოფიციალური პირების პასიურობა ჰომოფობიური მოძრაოებების მიერ ჟურნალისტების დაშინების უკიდურესი მცდელობის წინაშე ძირს უთხრის მთავრობისადმი ნდობას, რომელიც არ უნდა იყოს შემწყნარებელი დაუსჯელობის მიმართ და რომელმაც საკუთარ თავზე უნდა აიღოს ამ საქმეში თავისი წილი პასუხისმგებლობა", – განაცხადა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟანა კავალიემ.

"მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრი ფეისბუქის პოსტში მწუხარებას გამოთქვამს "დაუჯერებელი ტრაგედიის" გამო, მხოლოდ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ლაშქარავას ოჯახში იმყოფებოდა მათი მწუხარების გასაზიარებლად, დაგმო მკაფიოდ ძალადობა და საჯაროდ დაიცვა სიტყვის თავისუფლების უფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით", - ნათქვამია ასევე განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge