png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სახელმწიფომ ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ლექსო ლაშქარავა და სხვა ჟურნალისტები - გახარია

  • კომენტარები
  • 13.07.2021
  • 13:50
სახელმწიფომ ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ლექსო ლაშქარავა და სხვა ჟურნალისტები - გახარია

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ  ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები "ჩამოშლილია".

"კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე, მედიის, ჟურნალისტების წინაშე. ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა მოქალაქეები, ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია. არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს - როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ნიშნავს უკვე ჩამოშლილ ინსტიტუტებს", - თქვა გახარიამ.

 ამასთან, გახარიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეებს მოსალოდნელი ძალადობის შესახებ აფრთხილებდნენ,  ეს მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

"ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამის უკან, ვინც არ უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, წამხალისებელი, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება დაიცვას ჯანმრთელობა და სიცოცხლე თითოეული მოქალაქის. ის რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას. სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებიც საუბრობენ გონორით, ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უნდა გაითვალისწინონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge