png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოში ორი დოზით აცრილთა შორის ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა - NCDC-ის კვლევა

  • საზოგადოება
  • 22.07.2021
  • 15:32
საქართველოში ორი დოზით აცრილთა შორის ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა - NCDC-ის კვლევა

მინიმუმ ერთი დოზით აცრილ ინფიცირებულთა შორის ლეტალობის მაჩვენებელი 0.99% ტოლია, ორი დოზით აცრილთა შორის კი ლეტალური შედეგი არ  დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ნათქვამია კვლევის ანგარიშში, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გამოაქვეყნა.

"გასაანალიზებელი პერიოდის სიმცირის მიუხედავად, ასახავს ვაქცინაციის ეფექტურობას როგორც SARS-CoV-2-ის ვირუსით დაინფიცირების რისკის შემცირების, ასევე კეთილსაიმედო გამოსავლის პროგნოზის მხრივ. კვლევის პერიოდში იდენტიფიცირებულ ვაქცინირებულ და SARS-CoV-2-ის ვირუსით ინფიცირებულთა დაზიანებადობის მაჩვენებელი (როგორც ერთი დოზით აცრილთა 0.99%, ასევე სრულად აცრილთა 0.19%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის მასშტაბით დროის ანალოგიურ პერიოდში ≥18 წლის პოპულაციაში დაფიქსირებულ მაჩვენებელს (2.8%). მინიმუმ ერთი დოზით აცრილ ინფიცირებულთა შორის ლეტალობის მაჩვენებელი 0.99% ტოლია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ქვეყნის მასშტაბით, იმავე პერიოდში ≥18 წლის პოპულაციაში, COVID-19-ით დაავადებულთა შორის დაფიქსირებულ ლეტალობის მაჩვენებელს (2.16%).

ქვეყანაში COVID-19-ის დაავადებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაში ერთი დოზით აცრილთა ხვედრითი წილი 0.22%-ია, ხოლო 2 დოზით აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა”, - წერია ანგარიშში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირებში, SARS-CoV-2 ვირუსით დაინფიცირების რისკისა და გამოსავლის სიმძიმის შესაფასებლად ჩატარდა COVID- 19 ვაქცინით ვაქცინირებული ინფიცირებული შემთხვევების აღწერილობითი ანალიზი.

საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2021 წლის 15 მარტი - 04 ივლისის პერიოდს. შერჩეული წყაროები და მეთოდოლოგია: იმუნიზაციის ელექტრონული მოდული, COVID-19-ის ტესტირების ლაბორატორიული და დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრები; შერჩეული შემთხვევების ინტერვიურება; ლეტალური შემთხვევების ვერბალური აუტოფსიით კვლევა.

კვლევის შემთხვევად განისაზღვრა საკვლევი პირი, რომელსაც მიღებული ჰქონდა ნებისმიერი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა და ტესტირებისას ლაბორატორიულად დაუდასტურდა SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირება ვაქცინის ნებიემიერი დოზის მიღებიდან >14 დღის ფარგლებში.

კვლევის პერიოდისათვის მინიმუმ ერთი დოზით აიცრა 161 799 მოქალაქე, მათ შორის სრულად 106 084

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge