png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

"დაიწყე კარიერა თეგეტაში" - შანსი სამსახურის მაძიებლებისთვის

  • საზოგადოება
  • 04.08.2021
  • 11:57
 "დაიწყე კარიერა თეგეტაში" - შანსი სამსახურის მაძიებლებისთვის

თვენახევარი სწავლა, შემდეგ ანაზღაურებადი სტაჟირება და დასაქმება

 

– ეს ის მარტივი ფორმულაა, რომელსაც "თეგეტა მოტორსი" კამპანიის - "დაიწყე კარიერა თეგეტაში" ფარგლებში დასაქმების მსურველებს სთავაზობს. 

დასაქმების მსურველებმა უნდა იჩქაროთ, რადგან რეგისტრაციის ვადა 7 აგვისტოს იწურება.

თეორიული კურსი, რომელიც თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება, 15 აგვისტოს იწყება. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აპლიკანტები ანაზღაურებად პრაქტიკულ სტაჟირებაზე გადავლენ, სადაც საბაზისო ცოდნას მიიღებენ ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია "თეგეტა მოტორსის" პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან. 

სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.

ნათიკა ბერძული, "თეგეტა მოტორსის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველასთვის, ვინც სამსახურს ეძებს. თეგეტას დასაქმების პროგრამა ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის გუნდის წევრი და თავადაც შეიტანოს წვლილი იმ კონტრიბუციის შექმნაში, რასაც დღეს "თეგეტა" საქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს. ეს პროექტი, ზოგადად, კომპანიის მხრიდან სრული მზაობაა, ხელი შეუწყოს დაინტერესებულ ახალგაზრდებს განვითარებაში და ეს პრაქტიკა თეგეტაში დიდი ხნის წინ დაინერგა. კარიერის საწყის საფეხურზე ამ ვაკანსიებზე დასაქმებული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დღესაც განაგრძობს წინსვლას კომპანიაში". 

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მაგალითია მიშა მიქაელიანი, რომელმაც კარიერა თეგეტაში 2014 წელს დაიწყო. 

"თავიდან, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან მარტივი, მაგრამ, თუ შრომისმოყვარე და მიზანდასახული ხარ, "თეგეტა" განვითარების ყველა შესაძლებლობას გაძლევს. აქ იზრდები და ვითარდები კომპანიასთან ერთად. ამიტომაც საჭიროა შრომა და შენი საქმისადმი ერთგულება", - ამბობს მიშა მიქაელიანი, რომელმაც საცხებ-საპოხი მასალების კონსულტანტიდან "თეგეტა პრაიმ ფროდაქსის" დირექტორის მოადგილის პოზიციამდე კარიერული საფეხურები, რამდენიმე წელიწადში გაიარა. 

"თეგეტა მოტორსი", როგორც ჰოლდინგი, იმდენად სწრაფად მზარდია, რომ მუდამ საჭიროებს ახალ კვალიფიციურ კადრებს. შრომის ბაზარზე ასეთი კადრების დეფიციტი გახდა "თეგეტა აკადემიის" შექმნის საფუძველი და 2013 წლიდან აწვდის კომპანიას კარგად მომზადებულ კადრებს. 

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული კურსდამთავრებულია ნინო ჯაყელი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გაიარა "თეგეტა აკადემიის" კურსი და უკვე გაყიდვების კონსულტანტია საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით. 

"ვისაც უყვარს ყოველდღე სწავლა, გამოწვევებთან გამკლავება, ამბიციურები და მებრძოლები არიან, მაშინ მათი ადგილი ნამდვილად არის "თეგეტა მოტორსში", - ამბობს ნინო.

მისივე თქმით, "თეგეტა მოტორსში" ყოველდღე რაღაც ახალს გასწავლიან: "დილით რომ მოვდივარ სამსახურში და საღამოს სახლში ვბრუნდები, ვხვდები, რომ ძალიან ბევრი ვისწავლე დღის განმავლობაში. ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც არ უნდა იმუშაო, ყოველდღე ახალს სწავლობ და ყოველდღიურად ვითარდები". 

დასაქმების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე სამსახურის მაძიებლებს. ასე რომ, დაიწყეთ კარიერა "თეგეტაში".

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 21,9% უმუშევარია, "თეგეტა" ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, თავიანთი გატაცებები ავტოინდუსტრიის სფეროში რეალობად აქციონ. ეს სფერო რომ პერსპექტიულია, ამას თავად "თეგეტა მოტორსის" განვითარების ისტორიაც მოწმობს.

"თეგეტა მოტორსის" შესახებ: თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, 26 წლისაა 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. "თეგეტას" აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს.

2012 წლიდან "თეგეტა მოტორსი" Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ "პორშეს", შვედურ საავტომობილო გიგანტ "ვოლვოს" და იაპონურ "ტოიოტასა" და "მაზდას".

მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით "თეგეტა მოტორსის" ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: "მანი", "ჯეი-სი-ბი", "ჰინო" და სხვები.

"თეგეტა ჰოლდინგი", 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. "თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge