png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თავდასხმების გამო "მედგიდი" ფუნქციონირებას 24 საათით წყვეტს

  • საზოგადოება
  • 29.08.2021
  • 17:34
თავდასხმების გამო "მედგიდი" ფუნქციონირებას 24 საათით წყვეტს

სამედიცინო ფეისბუქჯგუფი "მედგიდი" თავდასხმის ობიექტი მესამედ გახდა. როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძებელი სოფო ჯაფარიძე ფეისბუქში წერს, სოციალურ ქსელში ჯგუფის მესამედ გაქრობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მედგიდი 24 საათით მუშაობას წყვეტს.
 
“ტროლებისა და ბოტების” შეუჩერებელი Report-ების გამო, იძულებულები ვართ, რომ დღეს, 29 აგვისტოს, “მედგიდის” ფუნქციონირება 24 საათით შევაჩეროთ, რაც ერთგვარი პრევენციაა იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჯგუფი რიგით მესამედ სოციალური სივრცეებიდან გაქრობას/დაბლოკვას.
თუ ვისი სურვილია ამ ყოვლად უანგარო სიკეთის საკეთებლად შექმნილი ჯგუფის მესამედ(!) გაქრობა, ალბათ უკვე ყველასათვის ცხადი ხდება.
თუ ვინმე კიდევ ვერ ხვდება რაშია საქმე, ვეცდები უკეთ განვმარტო.
უფრო ნათელი და კარგად აღსაქმელი, რომ გახდეს:
* ჯგუფი, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს და სახელმწიფოსგან ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე, დროებით, თუმცა წყვეტს ფუნქციონირებას!

საყურადღებოა, რომ ჩვენი ჯგუფი აერთიანებს 100,000 ადამიანს (ერთ კვირაში)- ამ ეტაპზე მეტწილად პოსტები კოვიდის თემატიკასთანაა დაკავშირებული, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფის წევრებს, ნებისმიერი სამედიცინო თემატიკის კითხვაზე მინიმუმ კონსულტაცია და მაქსიმუმ სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება ეწევათ სრულიად უფასოდ, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან.

რატომ?

იმიტომ, რომ ვიკვეთებით ვიღაცების ინტერესებთან, რაც არაერთხელ გამიჟღერებია.

იმიტომ, რომ ხელისუფლებას ვაღიზიანებთ კეთილი საქმის კეთებით.

იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში ანტივაქსერული კამპანია უფრო ხელშეწყობილია ვიდრე ვაქცინაციის სწორი საინფორმაციო კამპანია.

ქვეყანაში სადაც დღეში საშუალოდ 60-80 მდე ადამიანი იღუპება და ხელისუფლებამ ეს ტრაგედია სტატისტიკად აქცია!!"- წერს სოფო ჯაფარიძე.

ჯგუფი მედგიდი სოციალური ქსელიდან უკვე ორჯერ  წაიშალა, თუმცა დამფუძნებლებმა ის მალევე აღადგინეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge