png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სახალხო დამცველი პენიტენციური სისტემის განტვირთვის მოწოდებით გამოდის

  • საზოგადოება
  • 31.08.2021
  • 18:06
სახალხო დამცველი პენიტენციური სისტემის განტვირთვის მოწოდებით გამოდის

სახალხო დამცველი პენიტენციური სისტემის განტვირთვის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსი ასზე მეტ პატიმარს დაუდასტურდა. აღნიშნული ვითარების მონიტორინგისა და პატიმართა სხვა უფლებების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველი, კონსტიტუციური მანდატისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, დღემდე შეუზღუდავად აგრძელებს პრევენციული და ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტები ხორციელდება კოვიდ ტესტის ჩატარების შემდგომ, შესაბამისი ეკიპირებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია მოიპოვა პატიმრებისგან და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისგან. მოპოვებული ინფორმაცია ამ ეტაპზე შეესაბამება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. დღეისათვის N2, N8, N14 დაწესებულებებიდან ინფიცირებული პატიმრები გადაყვანილი არიან სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში. სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან გამოთხოვილია დამატებითი დეტალური ინფორმაცია პატიმართა იზოლაციისა და მკურნალობის შესახებ.

ახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციური სისტემის განტვირთვასთან დაკავშირებით. კორონავირუსის გავრცელების ტემპის შეჩერებისა და პრევენციისთვის, ციხის პოპულაციის შემცირების მიზნით, გაცილებით აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და არასაპატიმრო ზომების გამოყენების, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხანდაზმულობის გამო გათავისუფლებისა და განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge