png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ, დაკავებულია 6 პირი - შსს

  • სამართალი
  • 03.09.2021
  • 19:08
შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ,  დაკავებულია 6 პირი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1981 წელს დაბადებული ჯ.ლ., 1989 წელს დაბადებული გ.დ., 1973 წელს დაბადებული თ. ც., 1988 წელს დაბადებული ნ.გ. და 1970 წელს დაბადებული გ.ჯ.

 "შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჯ.ლ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 11 საბრძოლო ვაზნა და 2 მჭიდი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.ხ.-მ „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 11 საბრძოლო ვაზნა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა თავის ნაცნობ ჯ.ლ.-ზე, ამ უკანასკნელმა კი ცეცხლსასროლი იარაღი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გ.დ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კუსტარულად გადაჭრილი თოფი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 საბრძოლო ვაზნა.

მესტიის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული თ.ც.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "აკ-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებული ნ.გ.-ის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ ფირმის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ჯ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 15 ვაზნა და 1 მჭიდი ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, უკანონო გასაღებისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge