png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ეგვიპტე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით დაინტერესდა

  • ეკონომიკა
  • 05.02.2016
  • 11:36
ეგვიპტე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით დაინტერესდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეგვიპტის  სოფლის მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ვეტერინარული მომსახურების გენერალური ორგანიზაციიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები სტუმრობენ. ეგვიპტის დელეგაციის ვიზიტის მიზანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოდან ცოცხალი საქონლის და ხორცპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული ვეტერინარული პროცედურების შეთანხმება და  ეპიდემიოლოგიური ვითარების გაცნობაა.

დელეგაციის წევრებმა ქართველ კოლეგებთან ერთად დაათვალიერეს მეფრინველეობის ფაბრიკები და საქართველოში მოქმედი სასაკლაოები, სადაც ცხოველთა დაკვლა ჰალალის წესით წარმოებს.  სტუმრებს გააცნეს ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მიხეილ სოხაძის განცხადებით, არაბული ქვეყნების დაინტერესება საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების  იმპორტით მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით  განხორციელებულმა ღონისძიებებმა და  საქართველოს როგორც კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯმა.

უცხოურ დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეგვიპტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული კარანტინის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი საიდ გადელმავლა,  ცხოველთა ჯანმრთელობის კვლევის ინსტისტუტის ვიცე დეკანი, პროფესორი მუმტაზ შაჰინი, ვეტერინარიის ექსპერტი, დოქტორი ჰიაეკდინ ჰუსეინ აბდელმაგედი და ეგვიპტის ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge