png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ მისმენდნენ, ეს არის უზნეობა და უმსგავსობა - მეუფე ნიკოლოზი

  • საზოგადოება
  • 13.09.2021
  • 15:13
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ მისმენდნენ, ეს არის უზნეობა და უმსგავსობა  - მეუფე ნიკოლოზი

ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზი, არ გამორიცხავს, რომ მას უსმენენ. ტვ პირველთან საუბრისას ის არ ადასტურებს ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთიდან დიდი რაოდენობით თანხა გადაურიცხეს.

 "პირადად არ ვიცი, მისმენენ თუ არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ მისმენდნენ, ყველას უსმენენ, მათ შორის ჟურნალისტებსაც, მე მოსმენაში პრობლემას ვერ ვხედვა, პრობლემა გასაჯაროვებაშია, თუ კანონით არ აქვთ მოსმენის უფლება, მაშინ ძალიან ცუდია, თუ მისმენენ. ეს მანკიერი პრაქტიკა წინა ხელისუფლებაშიც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ეს არის უზნეობა და უმსგავსობა, ყოვლად დაუშვებელი.

ერთხელ პატრიარქს მიუტანეს ტელეფონი და უთხრეს, რომ ის არ ისმინებოდა. პატრიარქმა უარი განაცხადა: რად მინდა ისეთი ტელეფონი, რომელიც არ ისმინებაო. ეს ჰიპოტეტურია.

 მე თუ ვინმე დამირეკავს, წინასწარ გავაფრთხილებ, რომ ტელეფონი ისმინება. თქვენ შეგიძლიათ, შეამოწმოთ ჩემი ანგარიში, შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთიდან ჩემს ანგარიშზე ფულის გადარიცხვა შეუძლებელია" - განუცხადა ტვ პირველს მეუფე ნიკოლოზმა.

ინტერნეტში გუშინ გავრცელდა ფაილები, სადაც, სავარაუდოდ რუსეთის სასარგებლოდ მეუფეს ჯაშუშობაზეა საუბარი.

ტვ პირველის ცნობით, გავრცელებულ ფაილებში, წერია, რომ მეუფე ნიკოლოზი რუსეთის მოქალაქეს ინფორმაციას ფულის სანაცვლოდ აწვდიდა. 

თუ ფაილების ავთენტურობა დადასტურდება, გამოდის, რომ ქვეყანაში უსმენენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.

სავარაუდოდ, სუს-ის მოერ მომზადებულ საიდუმლო ანგარიშებში, მათ შორის, საუბარია საპატრიარქოს წარმომადგენლების შესაძლო რუსულ კავშირებზე.

ფაილებში თავმოყრილია ინფორმაცია მაღალიერარქების და საპატრიარქოს თანამშრომლების კავშირების შესახებ რუსეთთან. ზოგიერთი მათგანი მოიცავს პირად ინფორმაციას, ასევე, საუბარია სასულიერო პირების კანონიერ ან უკანონო ბიზნესებზე რუსეთში.
 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge