png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს კალიფორნიის სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვს

  • სამართალი
  • 17.09.2021
  • 10:14
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს კალიფორნიის სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვს

ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა „ნეთფლიქსს“ კალიფორნიის სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება.

„ნონა გაფრინდაშვილმა, ჭადრაკის ისტორიულმა ჩემპიონმა, „ნეთფლიქსს“ უჩივლა სერიალში გაჟღერებული ფრაზის გამო, სადაც მის სახელს ახსენებენ და ამბობენ, რომ ის მამაკაცებს არასდროს დაპირისპირებია. სინამდვილეში ის მათ ხშირად უპირისპირდებოდა“, - წერს გამოცემა.

სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.

სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეთფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რითიც ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა შეძლო გაეკეთებინა ის, რისთვისაც არცერთ ქალს არასდროს მიუღწევია, მათ შორის გაფრინდაშვილს

სარჩელში ასევე ხაზგასმულია, რომ გაფრინდაშვილს „ნეთფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ის ფილმში წარმოდგენილია, როგორც რუსი მოჭადრაკე. ეს იმ ფონზე, როცა ნონა გაფრინდაშვილი საქართველოდანაა, ქვეყნიდან, რომელიც დღემდე იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეთფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge