png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, 60 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის მიზნობრივი სივრცეები შეიქმნება

  • საზოგადოება
  • 18.09.2021
  • 15:11
კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, 60 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის მიზნობრივი სივრცეები შეიქმნება

თბილისის მერად „ქართული ოცნების" კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, განხორციელდება პროექტი „60 +", რომელიც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.

როგორც კალაძემ სოციალური პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა, თბილისის ყველა რაიონში მრავალპროფილური საუბნო ცენტრები შეიქმნება, სადაც 60 წელს მიღწეული თბილისელები კულტურული, გასართობი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა აქტივობების განხორციელებას შეძლებენ.

„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა შეგვექმნა ახალი პროგრამა, რომლის სახელია „60 +". გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი 60 წლის და ზემოთ, გვინდა. გვინდა მათთვის შევქმნათ შესაბამისი სივრცეები ქალაქის ყველა რაიონში. დღესაც არის ასეთი სივრცეები, მაგრამ ისინი არ არის კეთილმოწყობილი - ღია სივრცეებია, სადაც ეს ადამიანები იკრიბებიან და ზოგი ნარდს თამაშობს, ზოგი დომინოს და ა.შ. გვინდა, ეს სივრცეები უფრო თანამედროვე, უფრო ცივილიზებული გავხადოთ. ასეთი სივრცეები შეიქმნება სკვერებში, პარკებში, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეიკრიბონ, იმსჯელონ სხვადასხვა საკითხებზე. გვინდა, ეს ადამიანები ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღებაში. თავად გადაწყვიტონ, თავიანთ რაიონში, უბნებში, ქუჩებზე რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს, რომელია პრიორიტეტი. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო პროექტია ამ ასაკის ადამიანებისთვის. როდესაც ვხვდებოდით მოსახლეობას, ამ ასაკის მოქალაქეებისგან ძალიან დიდი იყო ამაზე მოთხოვნა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს საარჩევნო პროგრამაში უკვე კონკრეტული პროექტის სახითაა წარმოდგენილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, ხანდაზმულ მოქალაქეებზე ზრუნვა მისი გუნდის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება მომავალშიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge