png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ქართული საზედამხედველო მოდელის გასაცნობად სებ-ს სომხეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები სტუმრობენ

  • ეკონომიკა
  • 05.02.2016
  • 17:00
ქართული საზედამხედველო მოდელის გასაცნობად სებ-ს სომხეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები სტუმრობენ

საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ესტუმრა.

სომხეთის ცენტრალური ბანკის ზედამხედველები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილ რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო მიდგომის ძირითად პრინციპებსა და ჩარჩოს.

"მოხარულები ვართ, რომ ვეწვიეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს. მადლობა მათ ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებისთვის. ხშირ შემთხვევაში, საქართველოს და სომხეთს მსგავსი გამოწვევები აქვთ ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებასა და ზედამხედველობაში და ვფიქრობ ეს შეხვედრა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა საკმაოდ მოწინავე საზედამხედველო მიდგომა და ინსტრუმენტები. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა საზედამხედველო ჩარჩო. გვსურს მომავალშიც გავაგრძელოთ გამოცდილებების გაზიარება, რაც ორივე მხარეს დაგვეხმარება რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის უფრო ეფექტურად განვითარებაში", - განაცხადა სომხეთის ცენტრალური ბანკის რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პროექტის მენეჯერმა დევიდ ბაბასიანმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივმა მისიამ "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP) ფარგლებში  ძალზედ პოზიტიური დასკვნა გამოაქვეყნა.

ქართული საზედამხედველო მოდელის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ცენტრალური ბანკის დელეგაციები.

"საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც აპირებს აქტიურად განახორციელოს საკუთარი რეფორმების ექსპორტი და გაუზიაროს უცხოელ კოლეგებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და საკუთარი ინოვაციური მიდგომების ეფექტიანი დანერგვის შესახებ გამოცდილება", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge