png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

Experto Consulting-მა IDENA-სთვის საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე ექსკლუზიური პარტნიორის შერჩევის მანდატი მოიპოვა

  • ეკონომიკა
  • 08.02.2016
  • 11:00
Experto Consulting-მა IDENA-სთვის საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე ექსკლუზიური პარტნიორის შერჩევის მანდატი მოიპოვა

ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-მა ცხოველთა საკვების მწარმოებელი ცნობადი ფრანგული კომპანია IDENA-სთვის საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე ექსკლუზიური პარტნიორის შერჩევის მანდატი მოიპოვა.
Experto Consulting-ში აცხადებენ, რომ IDENA ცხოველთა და ფრინველთა (ღორი, რქოსანი პირუტყვი, ფრინველი) საკვებ და დანამატ პროდუქტებს აწარმოებს, აქვს ოცწლიანი გამოცდილება და წარმოდგენილია მსოფლიოს 35 ქვეყანაში.
კომპანიის ინფორმაციითვე, IDENA-ს წარმომადგენლები უკვე თბილისში იმყოფებიან და 8-9 თებერვალს გამართავენ შეხვედრებს რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან/დისტრიბუტორთან, ხოლო 10-11 თებერვალს ანალოგიურ შეხვედრებს გამართავენ ერევანში.
შეგახსენებთ, რომ ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-ი დაფუძნდა 2011 წლის აპრილში. კომპანია ბაზარზე შესვლის მომსახურებას საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს თბილისიდან უწევს.
ლოკალური წარმომადგენლობა და ადგილობრივი ბიზნეს ქსელების სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს საფუძვლიან საშუალებას კლიენტებისთვის ხსენებულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა გავხადოთ სწრაფი და ეფექტიანი. ჩვენი მომსახურება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: დისტრიბუტორებისა და პარტნიორების შერჩევას, ადგილობრივი ბაზრის კვლევას, პროექტების მხარდაჭერას, თანამშრომლების შერჩევას, სატენდერო მხარდაჭერას და სხვა.
Experto ასევე სპეციალიზებულია საქართველოში არსებული საცალო მაღაზიების შემოწმებაში და კლიენტთა პორტფელში გააჩნია რამდენიმე ძირითადი FMCG (სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონელი) და საცალო მაღაზიების ქსელი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge