png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ღარიბაშვილმა რა ვერსიებზეც არ უნდა ისაუბროს, ჩემთვის დამაჯერებელი ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არ ერიდება არც ტყუილს, არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - ხათუნა სამნიძე

  • კომენტარები
  • 06.10.2021
  • 12:34
ღარიბაშვილმა რა ვერსიებზეც არ უნდა ისაუბროს, ჩემთვის დამაჯერებელი ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არ ერიდება არც ტყუილს, არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - ხათუნა სამნიძე

რა ვერსიებზეც არ უნდა ისაუბროს, ეს ჩემთვის დამაჯერებელი ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არ ერიდება არც ტყუილს, არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ  განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილის შეფასებისას საუბრისას.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილის ინსინუაციები და მითები დამაჯერებელი არ არის. მან რა ვერსიებზეც არ უნდა ისაუბროს, ეს ჩემთვის დამაჯერებელი ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არ ერიდება არც ტყუილს, არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არც სიძულვილის ენას, არც არანაირი ბოროტების დაბრალებას ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც არ ეთანხმება მათ მოსაზრებებს და დაპირისპირებულია მათთან.

„ქართული ოცნება“ ყველა ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციას ეწევა და მთელი 9 წლის განმავლობაში ჩვენ გვესმის თავდასხმები „ნაციონალურ მოძრაობაზე“. როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდათ მეორე ტურების წინ და არის პანიკა. მათთვის წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში იყოს ოპოზიციური მერი ან ოპოზიციური საკრებულო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge